თურქეთი · ა.შ.შ · ჩინეთისაქართველო
იშოპინგე მსოფლიოში და მიიღე საქართველოში
პირადი მისამართი უცხოურ საწყობში — რეალური წონით და ცოცხალი თრექინგით.
რატომ VeloExpress
ამანათები რეალური წონით
თურქეთისა და ჩინეთის საჰაერო საწყობში მისული ამანათების გადასახდელი თანხა განისაზღვრება ზუსტი წონის მიხედვით — ყოველთვის რეალური წონით, არასდროს დეკლარირებულით.
შოპინგ ასისტენტი
შოპინგთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე, ჩვენი შოპინგ ასისტენტი მზად არის დაგეხმაროთ.
ყველაფერი ერთ ადგილას
უნიკალური მისამართი თურქეთში, ჩინეთსა და ა.შ.შ-ში
იშოპინგე წამყვან თურქულ, ჩინურ და ამერიკულ პლატფორმებზე და დაზოგე შენი ბიუჯეტი.
საკურიერო მთელი საქართველოში
თქვენზე მორგებული საკურიერო სერვისი მთელი საქართველოს მასშტაბით, პარტნიორი კომპანია Onway-ს მეშვეობით.
უსაფრთხო გადახდა
ანგარიშსწორება ნებისმიერი ბანკის VISA/Mastercard ბარათით, საქართველოს ბანკის დაცული გადახდის სისტემით.
შოპინგ ასისტენტის კონსულტაცია
უფასო კონსულტაცია ქოლ-ცენტრის საშუალებით — ორშ–პარ 10:00–19:00, შაბათი 10:00–14:00.
შეტყობინებები ამანათის შესახებ
მიიღე შეტყობინებები და განახლებები შენი ამანათის სტატუსის შესახებ SMS-ითა და ელფოსტით.
პირველი ამანათი — 5 ნაბიჯში
რეგისტრაციიდან კარამდე მთელი პროცესი ასე გამოიყურება. ყველა ეტაპზე იცი, სად არის ამანათი და რატომ ჯდება ის ზუსტად ამდენი.
- ნაბიჯი 1 / 5
მიიღე მისამართი
დარეგისტრირდი და მიიღე შენი უნიკალური პირადი მისამართი ჩვენს პარტნიორ საწყობში — თურქეთში, ჩინეთში ან ა.შ.შ-ში. სწორედ ეს მისამართი მიუთითე შესაბამის ონლაინ მაღაზიაში ან პლატფორმაზე შოპინგისას.
- ნაბიჯი 2 / 5
შეუკვეთე ონლაინ
შენი უნიკალური მისამართის შესაბამის პლატფორმაზე დამატების შემდეგ, განათავსე შეკვეთა პირდაპირ მაღაზიის საიტიდან საკუთარი საბანკო ბარათით.
- ნაბიჯი 3 / 5
მივიღებთ საწყობში
ამანათის საწყობში ჩამოსვლისთანავე, ის დარეგისტრირდება შენს ანგარიშზე 24 საათის განმავლობაში. ამის შესახებ მოკლე შეტყობინებას მიიღებ SMS-ით.
- ნაბიჯი 4 / 5
შეავსე დეკლარაცია
შემდეგ საჭიროა საჭირო დეკლარირების გავლა. მითითებულ ვადაში მიიღებ შეტყობინებებს გზავნილის გამოგზავნისა და ჩამოსვლის შესახებ.
- ნაბიჯი 5 / 5
მიიღე საქართველოში
ჩამოსვლის შეტყობინების მიღების შემდეგ, შეგიძლია ამანათი გაიტანო ჩვენი ოფისიდან ან ისარგებლო საკურიერო სერვისით და მიიღო სასურველ მისამართზე.